ბლოგი

ნარჩენები ≠ ნაგავი

მსოფლიოში ნარჩენების მართვის საკითხი განიხილება როგორც გლობალური გარემოსდაცვითი, სოციალური და ეკონომიკური პრობლემა. ნარჩენების მართვის სისტემების ან ინფრასტრუქტურების არ ქონა იწვევს უარყოფით ზეგავლენას გარემოზე, ადამიანის ჯანმრთელობაზე. ნარჩენების მართვის გამართული სისტემის შემთხვევაში კი ქვეყანაში ჩნდება პოტენციური ბუნებრივი ნედლეული, ახალი ენერგიის წყარო, მოაქვს მნიშვნელოვანი სოციალური და ეკონომიკური სარგებელი, ამასთან ზოგავს პირველად ნედლეულს (რომელთა უმრავლესობა ამოწურვადი და არაგანახლებადია) და წაახალისებს ინოვაციურ იდეებს და ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს. რა ხდება საქართველოში? დღეისათვის საქართველოში მაკულატურის და ზოგადად ნარჩენების შეგროვების, მათი გადამუშავების კულტურა არცთუ სახარბიელო დონეზეა. მოქმედი ორგანიზაციები, სასწავლო დაწესებულებები

ნარჩენების მართვა და მისი მნიშვნელობა

მოსახლეობის ზრდასთან და ეკონომიკის განვითარებასთან ერთად იზრდება ნარჩენების რაოდენობაც. განვითარებულ ქვეყნებში ბოლო რამდენიმე ათწლეულია ნარჩენების მართვის ახალ სისტემებს, ტექნოლოგიებს ნერგავენ და ავითარებენ. ნარჩენებისაგან იღებენ ახალ ნედლეულს, ენერგიას და ამავდროულად ამცირებენ ნაგავსაყრელებზე განთავსებული ნარჩენების რაოდენობას. განსხვავებული ვითარებაა საქართველოში, სადაც ნარჩენების მართვის პოლიტიკა ჩამოყალიბების პროცესშია, არ ხდება ნარჩენების სეპარაცია და მეტწილად გამოიყენება ნაგავსაყრელებზე ნარჩენების განთავსების მეთოდი, რაც ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს გარემოზე და ადამიანის ჯანმრთელობაზე. ადამიანების მიერ ყოველდღიურად წარმოქმნილი უამრავი ნარჩენების ნაგავსაყრელზე განთავსება, განვითარებული ქვეყნებისათვის ნარჩენების მართვის ყველაზე მოძველებული და ნაკლებად მისაღები ფორმაა, რადგან ნარჩენების პრობლემა

იდეის შექმნის ისტორია

მწვანე საჩუქრის შექმნის იდეა საქართველოდან შორს, ერთერთ საერთაშორისო ახალგაზრდულ შეხვედრაზე გაჩნდა. შეხვედრის მიზანი ენგურის ორივე მხარეს მცხოვრები აქტიური მოქალაქეების შეხვედრა იყო, სადაც არ იქნებოდა საუბარი არც ომზე, არც დამნაშავეებზე და მის შედეგებზე, მხოლოდ არსებულ გამოწვევებზე და გადაჭრის გზებზე ვსაუბრობდით. ეს შეხვედრები თურქეთში 2014 წელს, „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის“ (CDD) ორგანიზებით განხორციელდა. მნიშვნელოვანია ასეთი ფორმატის შეხვედრების არსებობა, რადგან ის აახლოებს კონფლიქტით დაზარებულ ადამიანებს, თემებს, და აერთიანებს გარკვეული საკითხების ირგვლივ. პირველ შეხვედრაზე, თავიდანვე რა თქმა უნდა იყო გარკვეული დაძაბულობა, გაუცხოვება თუმცა როგორც კი საუბარი